8:23 PM
4 წლის გოგონას მხარდასაჭერად ნიუ-იორკის ქუჩებში სუპერგმირები გამოვლენ
www.auf.ge -
ნიუ-იორკელი 4 წლის ელი ევანჯელისტა ადამიანი ობობას ფანია, მას აქვს სუპერ გმირით მოხატული ტანსაცმელი, პიჟამა, სათამაშოები და უამრავი კოსტიუმი.

დაწყებითი სკოლიდან შინ მისული ელი დღეში რამდენჯერმე იცვლის და სუპერგმირივით გამოწყობილი ბედნიერი დადის შინ.

რამდენიმე დღის წინ, მის დაწყებით კლასში ელის ერთ-ერთმა ბიჭმა უთხრა, რომ რადგანაც ის გოგოა, ვერც სუპერგმირი გახდება და არც ადამიანი ობობას ფანი შეუძლია იყოს. იმ დღეს ემი შინ ძალიან გაბრაზებული მივიდა.

"ხშირად ერთად ვუყურებთ ანიმაციურ ფილმებს და ადამიანი ობობა ჩემი გოგონას საყვარელი გმირია, თუმცა რამდენიმე დღის წინ შინ მოვიდა და მისი ენთუზიაზმი გამქრალი იყო. ელიმ მითხრა, რომ აღარ უნდა რომ გოგო იყოს, რადგან თანატოლებმა უთხრეს, რომ თუ ბიჭი არ იქნება, ვერასდროს გახდება ადამიანი ობობა." - ყვება 4 წლის გოგონას დედა.

გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს თავიანთი შვილის შინაგანი რწმენის ასამაღლებლად რამე მოეფიქრებინათ. როგორც მათ გაარკვიეს, მასწავლებლებმა ბიჭებს აუხსნეს, რომ მათი საქციელი სწორი არ იყო, თუმცა გულნატკენი ელის თავდაჯერებულობის აღსადგენად ეს საკმარისი არ იყო.

"რამდენიმე მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე მივწერე ჩვენი ამბავი და რჩევა ვთხოვე. ყველამ გულთან მიიტანა ელის სიტორია, რამოდენიმე მათგანსაც ჰყავს გოგონა, რომლებიც სუპერგმირ ბიჭებზე გიჟდებიან." - ყვება ელის დედა.

მშობლებიდან ერთერთმა იდეა გამოთქვა, რომ მოეწყოთ სუპერგმირების მარში ქალაქის ზედა ნაწილში, რომლის მესიჯიც იქნებოდა, რომ გოგონებს შეუძლია მოსწონდეთ, აკეთონ ის რაც სურთ და კუმირების არჩევისთვის გენდერს მნიშვნელობა არ აქვს.

ელის დედის რაიანის აზრით, პატარა გოგონების გასამხნევებლად ეს საუკეთესო იდეა იყო.

7 ივნისს, პატარა გოგონები და ბიჭები საყვარელი სუპერგმირებისს ფორმებში გამოეწყობიან და ნიუ-იორკის ბენეტის პარკიდან მარშს მოაწყობენ. ბავშვებს ასევე ექნებათ ტრანსპარანტები წარწერით: "მე შემიძლია ვიყო ჩემი საყვარელი სუპერგმირი!"

ღონისძიებაზე მშობლები ვიდეოკამერებით და სუპერგმირების საუნდტრეკებით მივლენ.

"ძალიან ბედნიერი ვარ ამხელა მხარდამჭერის გამო. ელი უამრავ განსხვავებულ გოგონას შეხვდება, რომლებიც სუპერმენის ან ბეტმენის ფორმაში იქნებიან გამოწყობილნი და მათთვის მნიშვნელობა არ ექნება რას ამბობენ სხვები მათ ინტერესებზე." - ამბობს რაიანი.


ნანახია: 1129 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ადამიანი ობობა, საზოგადოება, მსოფლიო, ნიუ-იორკი, გენდერი, კინო და ტელევიზია, გმირები, ბავშვები, სუპერგმირი გოგონები, ამერიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]