გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივნისი » 26 » მედალოსანი ტანმოვარჯიშე და ქართველი მძლეოსნის რეკორდი ბაქოს ევროპულ თამაშებზე
2:11 PM
მედალოსანი ტანმოვარჯიშე და ქართველი მძლეოსნის რეკორდი ბაქოს ევროპულ თამაშებზე






ბაქოს ევროპული თამაშების მეათე დღეს საქართველო მეშვიდე მედლით და პირველი „ქართული" რეკორდით ხვდება: მედალი მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავამ მოიპოვა, ხოლო რეკორდის ავტორი მძლეოსანი ბაჩანა ხორავაა.

17 წლის სალომე ფაჟავამ პირველი ევროპული თამაშების ბრინჯაო ბაფთით ვარჯიშში მოიგო. მსაჯების მიერ მისი გამოსვლა 17.950 ქულით შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ ბაქო 2015-ზე მძლეოსანთა შორის მხოლოდ გუნდური პირველობა იმართება. სპორტსმენები სხვადასხვა დისციპლინებში ასპარეზობენ, დაკავებული ადგილის მიხედვით კი ენიჭებათ მედლები და ქულები, რომლებიც შემდგომში ჯამდება, ითვლება და გუნდის ანგარიშიც ვლინდება.

სწორედ ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პირველი ევროპული თამაშების ისტორიაში ქართული რეკორდიც ჩაიწერა - ბაჩანა ხორავა 7.64 მეტრზე გადახტა და პირველ ადგილზე გავიდა. მისმა წარმატებამ საქართველოს მძლეოსანთა გუნდს 14 ქულა მოუტანა. თავად სპორტსმენი კი საკუთარი შედეგით ევროპული თამაშების რეკორდების ცხრილში მოხვდა.

3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - 22 ივნისისთვის საქართველოს აქტივში 7 მედალია. ამჟამად ოლიმპიურ სტადიონზე მძლეოსნები გუშინ დაწყებული გუნდურ შეჯიბრების გასაგრძელებლად ემზადებიან.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 866 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მხატვრული ტანვარჯიში, ბაქო, სპორტი, მძლეოსნობა, პირველი ევროპული თამაშები, საზოგადოება, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...