10 წლის ბიჭი, რომელიც უსახლკარო ბავშვებს ტანსაცმელს უკერავს
ზოგიერთისთვის კერვა მხოლოდ ჰობია, თუმცა 10 წლის ხავიერ ელიოტისთვის ის ქველმოქმედებისა და სხვებზე ზრუნვის საშუალებაა. ელიოტსა და მის ოჯახს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში უსახლკაროთა თავშესაფარში მოუწიათ ცხოვრება. სწორედ ამიტომ მან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია ასეთ დროს სხვების დახმარება. მას შემდეგ, რაც დაინახა როგორ კერავდა დედამისი მიუსაფარი მოხუცებულებისთვის ტანსაცმელს, გადაწყვიტა ამ საქმეში წვლილი თავადაც შეეტანა. მალე ელიოტის დედამ აღმოაჩინა, რომ ელიოტს საკერავ მანქანასთან მუშაობა ძალიან კარგად გამოსდიოდა.
"როდესაც დამინახა როგორვ ვკერავდი, მთხოვა მისთვისაც მესწავლებინა. დამატებითი საკერავი მანქანა შემოწურულობებიდან მივიღეთ, მას შემდეგ ელიოტმა დამოუკიდებლად უამრავი ტანსაცმლის შექმნა და ასობით ადამიანის დახმარება შეძლო" - აღნიშნავს ელიოტის დედა.
ყოველთვიურად უამრავი ადამიანი და სხვადასხვა ორგანიზაციები ელიოტს ნაჭრებით ამარაგებენ, რათა მის საქველმოქმედო საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში ნიჭიერი პატარა ტანსაცმლის შექმნისა და მოდელირების საქმეს დიზაინის კურსებზე შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია ელიოტის მხარდასაჭერმა ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
ახლახანს ელიოტ ხავიერი საკუთარ შოუშ სტუმრად ცნობილმა წამყვანმა ელენ დეჯენერესმა მიიწვია.