გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივნისი » 26 » თბილისში ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
2:15 PM
თბილისში ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო






ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლასა და ნაგებობის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციას. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

"ბარათაშვილის ხიდზე დაზიანებების ხარისხი მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ფუნდამენტურად გავაკეთოთ ხიდი და მის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა ნაგებობაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იყოს, როგორც ავტომობილებისათვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის“,-განაცხადა თბილისის მერმა.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1115 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეაბილიტაცია, baratashvili, Tbilisi, საზოგადოება, თბილისის მერია, baratashvilis khidi, saqartvelo, ბარათაშვილის ხიდი, baratashvilis xidi, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...