ადამიანი, რომელმაც 60 წლის მანძილზე 2 მილიონზე მეტი ახალშობილის სიცოცხლე იხსნა
78 წლის ჯეიმს ჰარისონმა, გასული 60 წლის განმავლობაში 2.4 მილიონი ახალშობილის გადარჩენა შეძლო. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი 18 წლის გახდა, გადაწყვიტა გარკვეული პერიოდის გამოტოვებით, საკუთარი სისხლი სხვების გადასარჩენად გაეღო. თუმცა, მისი ყოველკვირეული ქველმოქმედება ავსტრალიის სისხლის ბანკში, უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ სისხლის გაღება.
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება ავადმყოფობაა, რომელიც განპირობებულია იმუნოლოგიური კონფლიქტით დედასა და ნაყოფს შორის. დაავადება განპირობებულია ნაყოფისა და დედის რეზუსის შეუთავსებლობით. აღნიშნული ანტიგენები, დედის ორგანიზმიდან ხვდება ნაყოფის სისხლში და იწვევენ ერითროციტების დაშლასა და უამრავ სავალალო შედეგს.
საბედნიეროდ, როგორც ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, ჯეიმს ჰარისონის სისხლი იმ იშვიათ ანტისხეულ შეიცვას, რომელიც თავიდან აცილებს ან სპობს სწორედ აღნიშნული დაავადების გავრცელების შესაძლებლობას. მეცნიერების რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად, ჯეიმსის სისხლისგან შეიქმნა ანტისხეული სახელწოდებით ანტი-დ, რომელმაც 2 მილიონზე მეტი ახალშობილის სიცოცხლე გადაარჩინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 60 წლის წინ, ჯეიმსმა სისხლის ჩაბარება სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ უცნობმა დონორებმა ის ფილტვების ერთ-ერთი უმძიმესი ოპერაციის დროს იხსნეს.
მას სისხლი დონაცია 1 106-ჯერ აქვს განხორციელებული, სწორედ ამიტომ ექიმები და მკვლევარები მას "ოქროს მკლავს" უწოდებენ.