სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მუშტაიდის პარკმა უმასპინძლა
დღეს მუშტაიდის პარკმა ის ბავშვები მიიღო, ვისი ოჯახებიც სტიქიის დროს დაზარალდნენ. 40-მდე ბავშვმა ატრაქციონებით და საბავშვო რკინიგზით უფასოდ ისარგებლა.
ბავშვებმა ბევრი იმხიარულეს და თანატოლები გაიცნეს.
საბავშვო რკინიგზა მუშტაიდის ბაღში 1935 წლის 24 ივლისს გაიხსნა. 2011 წელს პარკი 49 წლიანი მართვის უფლებით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ შპს "ჯეო გოლდს" გადასცა. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორმა უზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების და ნორმების შესაბამისი პარკის კეთილმოწყობა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება.