გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივნისი » 26 » "უფასო ტაქსის" მძღოლი გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება
2:20 PM
"უფასო ტაქსის" მძღოლი გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება






13 ივნისის სტიქიის შემდეგ, საქართველოში უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და თვითორგანიზებით დაიწყო ქალაქის დახმარება. მოხალისეები იყვნენ ბავშები და ასაკოვნები, ახალგაზრდები და მათი მშობლები, ქართველები, უცხოელები... სტიქიით დაზარალებული ადამიანების და თბილისის დასახმარებლად შეკრებილი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა.

მათ შორის იყო ახალგაზრდა გიორგი ლომიძე, რომელიც უფასო ტაქსით გადაადგილებას სთავაზობდა მოხალისეებს. გიორგის ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ამიტომ დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებში თავისი წვლილის შეტანა ასე გადაწყვიტა.

19 ივნისს, პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომაზე წინადადებით გამოვიდა, დაჯილდოვდეს ყველა მაშველი, მოხალისე, სპორტსმენი და ის პირი, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და სრულიად თბილისს დაეხმარა. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ლომიძეზე გაამახვილა.

დღეს გამართულ სხდომაზე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ გიორგი ლომიძე, რომელიც მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, გიორგი ლომიძეს აქვს შესაბამისი განათლება და კარგად იცნობს რაიონს. ამიტომ ის მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს.

გიორგი დღეს ნაძალადევის რაიონის გამგებელს ზაზა გაბუნიას შეხვდა და მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 818 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 13 ივნისი, საზოგადოება, ქველმოქმედება, მოხალისეები, გმირები, გიორგი ლომიძე, უფასო ტაქსი, დაჯილდოვება, საქართველო, დაფასება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...