2:29 PM ილიაუნი ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის პროგრამას აცხადებს | ||||||||||||
პროგრამა 5 დღიანია და 22-26 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება. საზაფხულო სკოლის პროგრამას "სწავლა-სწავლება დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე" ჰქვია და მასში მონაწილეობა უფასოა. "საზაფხულო სკოლა მონაწილეებს სთავაზობს ცნობიერების ამაღლებას სასწავლო პრაქტიკის ეფექტურად განხორციელებაზე. წარმოდგენილი იქნება აქტიური სწავლის, დაკვირვებისა და ინტერვიუს გამოყენების სტრატეგიები მოსწავლეთა/სტუდენტთა ხარისხიანი სწავლებისთვის. მონაწილეები გაეცნობიან მოსწავლეებს/სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის კონსულტირების/დიალოგის მნიშვნელობასა და მასწავლებელთა მხრიდან კონსულტირების ფორმებს. ლექციები ჩატარდება ინტერაქციულ რეჟიმში. მეთოდოლოგიის სახით გამოყენებულ იქნება პრაქტიკული სამუშაოები და მრავალფეროვანი მედიამასალა. საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან მოწვეული ლექტორები, პროფესორი მეი ბრიტ პოსტჰოლმი (ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი ტორბიორნ ლუნდი (ტრომსოს და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტები). სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, სპეციალური განათლების პედაგოგებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ასისტენტებს, საგნის მასწავლებლებს, აღნიშნული პროფესიების შესაბამისი მაგისტრატურის სტუდენტებს (უპირატესობა მიენიჭება სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ამჟამად მომუშავე სპეციალისტებს)." - ვკითხულობთ პროგრამის Facebook-ის გვერდზე. სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
|
|