გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივლისი » 19 » გიგანტური სკულპტურები ატლანტის ბოტანიკურ ბაღში
1:34 PM
გიგანტური სკულპტურები ატლანტის ბოტანიკურ ბაღში






მოზაიკულტურა არტსაქმიანობის შესანიშნავი ნაირსახეობაა მათთვის, ვისაც დიდი ეზო და ამ ეზოში ბევრი მწვანე ნარგავი აქვს. ამ რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი არტისტული პროცესის ერთ-ერთი შესანიშნავი შედეგი 2013 წელს ჯორჯიის შტატში მდებარე “ატლანტის ბოტანიკურ ბაღში” 19-ზე მეტი მასიური მწვანე სკულპტურით გაშენებული “გამოგონილი სამყაროა”.

სკულპტურების უმეტესობა აგებულია ლითონის ჩონჩხზე, რომელიც ასევე ლითონის ბადითაა დაფარული. ბადეზე იყრება ტორფული ხავსი და საყვავილე მიწა, რომელშიც ყველა საჭირო მცენარის თესლია გაბნეული. ბადის ქვევით გაყვანილია საირიგაციო ქსელი, რომელიც მცენარეებს წყლით ამარაგებს და მათ ზრდას უწყობს ხელს.

ეს არაჩვეულებრივი ქმნილებები თითქოს მიწიდან არის ამოზრდილი. მასალად გამოყენებული მცენარეები ცოცხალი და მზარდია, შესაბამისად სკულპტურებიც მუდმივად მწვანე და ხასხასა შეფერილობის იქნება. ეს მასალა ხავსი და დაბალტანიანი მცენარეებია, რომელთა ტექსტურისა და ფორმის წყალობით, იოლად შეიძლება ადამიანების ან ცხოველების ვიზუალის იმიტირება. ყველაზე დიდი, მიწის ქალღმერთის სკულპტურა დაახლოებით 7,5 მეტრი სიმაღლისაა და ატლანტის ბოტანიკური ბაღის მუდმივი ბინადარია.

მასალის დამატებითი ტეგები: ატლანტის ბოტანიკური ბაღი, ლითონის ჩონჩხი, მებაღეობის ფესტივალი, მოზაიკულტურა, მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები, საირიგაციო სისტემა, სკულპტურები ბაღში, ტორფული ხავსი, ყვავილების მიწა, ცოცხალი სკულპტურები, ჯორჯიის შტატი



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 777 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სკულპტურები ბაღში, ლითონის ჩონჩხი, მებაღეობის ფესტივალი, მოზაიკულტურა, მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები, საირიგაციო სისტემა, ტორფ, ატლანტის ბოტანიკური ბაღი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...