გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივლისი » 19 » Flying Recipes / ჰაერში მოლივლივე რეცეპტები / haershi molivlive receptebi
1:51 PM
Flying Recipes / ჰაერში მოლივლივე რეცეპტები / haershi molivlive receptebi






გერმანელმა არტისტებმა – დიზაინერმა ნორა ლუთერმა და ფოტოგრაფმა პაველ ბექერმა ეს ფოტოსესია ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებას – ჭამას მიუძღვნეს.

დღემდე შემონახული პირველი რეცეპტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს ეკუთვნის და უნდა აღინიშნოს, რომ მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი ისაა, რომ დღეს ქვის ფილებზე რეცეპტებს აღარ ვწერთ ;)

უბრალო ჩამონათვალზე გაცილებით საინტერესო ფორმით წარმოდგენილ რეცეპტებში კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები ტაფების, ქვაბებისა და თუნუქის ფურცლების ზევით ლივლივებს. ყაბაყი, ბეკონი, ნიორი, წიწაკა, ლიმონი, თევზი, კარაქი, სოკო, ზეითუნის ზეთი და სხვები თითქოს უწონადობის მდგომარეობაშია. ინგრედიენტები საჭირო პროპორციებითაა წარმოდგენილი, მზარეულს კი კერძისთვის საბოლოო სახის მიცემის საქმეში სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული.

პროექტის იდეა და კონცეფცია ნორა ლუთერს, გერმანელ დიზაინერს ეკუთვნის. ჰაერში გამოკიდებული რეცეპტები მისი არტის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ფოტოები კი არტდიზაინერსა და ფოტოგრაფს პაველ ბექერს, რომელიც ციმბირში დაიბადა, ამჟამად კი ბერლინში საქმიანობს.

დანარჩენი ფოტოები იხილეთ მასალის ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

დამატებითი ტეგები - arti, kulinaria, artdizaini, receptebi, foodart, germania, berlini, არტი, კულინარია, ფოტო, არტდიზაინერი, ბაბილონი, ბერლინი, გერმანია, კულინარია, კულინარიული არტი, ნორა ლუთერი, პაველ ბექერი, პროექტის კონცეფცია, რეცეპტები, ფოტოგრადია, ფუდარტი, ციმბირი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 825 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ფოტო, კულინარია, ბაბილონი, germania, berlini, foodart, receptebi, არტი, არტდიზაინერი, ბერლინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...