გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივლისი » 19 » ჩოგბურთში, დეივისის თასზე ქართველებმა ისლანდიელებს მოუგეს
2:16 PM
ჩოგბურთში, დეივისის თასზე ქართველებმა ისლანდიელებს მოუგეს






სან-მარინოში დეივისის თასი იმართება, რომელიც პრესტიჟული საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირია მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებს შორის.

ტურნირში ქართველები 2005 წლიდან იღებენ მონაწილეობას და წელს ისინი განსაკუთრებულად წარმატებით ასპარეზობენ.

16 ივლისს, ისლანდიელ ჩოგბურთელებს ქართველი სპორტსმენები: გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე დაუპირისპირდნენ, ორივე შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

გიორგი ჯავახიშვილმა ბირკირ გუნარსონს 6:0, 6:2 მოუგო, ხოლო გიორგი ცივაძეს შეხვედრა ვლადიმირ რისტიჩთან 6:3, 6:0 დასრულდა.

ქართველებმა წარმატებას მოაღწიეს წყვილებში ასპარეზობითაც, მათ რისტიჩს და მაგნუს გუნარსონს 6:1, 6:3 ანგარიშით აჯობეს.

საქართველოს ნაკრები დღეს შეხვდება ჯგუფში შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგეს - მალტას, რომელმაც ალბანეთი და ისლანდია 3:0 დაამარცხა.

დეივისის თასი პირველად დიდ ბრიტანეთისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის 1900 წელს შედგა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 999 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: msoflio, საქართველო, დეივისის თასი, ჩოგბურთი, სან-მარინო, sporti, saqartvelo, ისლანდია, მსოფლიო, სპორტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...