პირველი შემთხვევა, როდესაც კოსმოსში მოყვანილი ბოსტნეულით ადამიანები გამოიკვებნენ
კოსმონავტების საკვები ძირითადად მშრალ და გაყინულ საკვებს მოიცავდა. ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. მათ კოსმოსურ ხომალდზე სალათის ფურცელი მოიყვანეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოსმოსში მცენარე საკვები დანიშნულების გამო გაზარდეს.
ათწლეულების განმავლობაში ნასა და სხვა კოსმოსური სააგენტოები ექსპერიმენტებს ატარებდნენ მცენარეებზე, რომლებსაც კოსმოსში ზრდიდნენ, შემდეგ კი დედამიწაზე საკვლევად ჩამოჰქონდათ. ამ კვირის მოსავალსაც მხოლოდ ნახევარს გამოიყენებენ სალათის გასაკეთებლად, დანარჩენს დედამიწაზე გამოგზავნიან, რათა ჩაერთოს კვლევებში, რომელთა მიზანია ნულოვანი გრავიტაციის პირობებში მოსავლის მოყვანის საკითხების შესწავლა.
ნასას კოსმოსური "მიწათმოქმედების" მიზანი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე რამოდენიმე კოსმონავტის დაპურება. ნასას სურს, შეისწავლოს მცენარეების გაზრდის მექანიზმი არამარტო კოსმოსური ხომალდზე, არამედ სხვა პლანეტებზეც.
მცენარეების გასაზრდელი სისტემა, სადაც ამჟამად მოჰყავთ ბოსტნეული, აეროპონიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეები საზრდოს ნიადაგის გარეშე, ჰაერში დაკიდებულები, წყლისა და საკვები ხსნარების პერიოდული შეშხეფებით იღებენ. ამ სისტემაში მცენარეები იზრდებიან 3-ჯერ უფრო სწრაფად და ესაჭიროებათ ნაკლები წყალი და სასუქი. ნასას ინფორმაციით, ამ ტექნოლოგიით მოყვანილი მცენარეები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დაავადებებისადმი, მათთან ვერ ხვდებიან მწერები და არ სჭირდებათ პესტიციდები.