გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 14 » პოლონელმა მოგზაურებმა BoredPanda-ზე საქართველოს ულამაზესი სურათები გააზიარეს
11:42 AM
პოლონელმა მოგზაურებმა BoredPanda-ზე საქართველოს ულამაზესი სურათები გააზიარეს






პოლონელმა ფოტოგრაფმა რაფალ ნიჩიმ შეყვარებულთან ერთად კავკასიის მთები ველოსიპედით მოიარა. წყვილი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობს ველოსიპედებით. ისინი პეიზაჟების და განსხვავებული კულტურის და ცხოვრების წესის ამსახველ სურათებს იღებს. რაფაელი და ალექსანდრა საქართველოს ივნისში ეწვია და გადაღებული შესანიშნავი ფოტოები მოგვიანებით BoredPanda-ს გაუზიარა. "ჩვენი მოგზაურობის ბოლო ადგილად საქართველო ავირჩიეთ - შორეული, უცნობი და განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანა" - წერს რაფაელი. ველომოგზაურებმა საქართველოს დათვალიერება ჯვრის მონასტრიდან დაიწყეს და განზრახ აარიდეს თავი დიდ ქალაქებში მოხვედრას. შემდეგ ნახეს უშგული და შხარა - სადაც ევროპაში ყველაზე მაღალმდებარე დასახლებული სოფელია. წყვილმა სვანეთში დიდი დრო დაჰყო. მოგზაურობის დასასრულს კი ატკვერის უღელტეხილი გადაკვეთეს, რომელიც წელიწადის განმავლობაში 6 თვით თოვლით იფარება. "მოგზაურობისას უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა. ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ადგილობრივ, უცნობ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც განსხვავებულ ენაზე საუბრობდნენ და ჩვენ მათთან კომუნიკაციას მიმიკების საშუალებით ვამყარებდით" - წერს რაფაელი BoredPanda-ს საიტზე.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 988 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: BoredPanda, საზოგადოება, საქართველოს ულამაზესი პეიზაჟები, მსოფლიო, ფოტოგრაფია, პოლონეთი, სვანეთი, ფოტოგრაფი, საქართველო, უშგული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...