გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 14 » ალექსანდრე მეტრეველმა სტამბოლში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
11:45 AM
ალექსანდრე მეტრეველმა სტამბოლში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა






21 წლის ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში მეხუთედ ტურნირის გამარჯვებულია. 9 აგვისტოს ალექსანდრე მეტრეველმა სტამბულში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო შეჯიბრება, საპრიზო ფონდით 10 ათასი აშშ დოლარი მოიგო.

მეტრეველმა პირველად თურქეთის წარმომადგენელთან გაიმარჯვა, შემდეგ იტალიელ, ირლანდიელ და ავსტრალიელ ჩოგბურთელებთან. ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ სპორტსმენს ხორდი ვივესს შეხვდა და 6:2, 5:2 გაიმარჯვა.

ჩოგბურთელმა შარშან ყაზახეთში თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. გუშინდელ შეჯიბრებამდე, წელს მან წარმატება სამჯერ გაიმეორა - ერთხელ თბილისსა და ორჯერ თურქეთში.

ამ კვირაში ალექსანდრე მეტრეველი მინსკში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში ჩაებმევა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 887 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სპორტი, მსოფლიო, ალექსანდრე მეტრეველი, saqartvelo, chogburti, სტამბოლი, ჩოგბურთი, stamboli, საქართველო, aleqsandre metreveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...