გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 14 » საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა
11:47 AM
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა






საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ გუშინ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში ბოსნია-ჰერცეგოვინას 78:73 სძლია.

იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში 23 ივლისს შეიკრიბა. ბოსნიელები სპეციალურად ჩავიდნენ პოდჩეტრტეკში ქართველებთან სათამაშოდ.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ ხუთეულით დაიწყო: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია. ტრავმის გამო არ უთამაშია თორნიკე შენგელიას - მას კუნთი დაეჭიმა. სხვადასხვა მიზეზთა გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ ბესიკ ლეჟავა, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე და მიხეილ ჭოჭუა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი ბოსნიელებმა მოიგეს - 11:20, პირველი ტაიმი კოკოშკოვის გუნდმა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 36:33. მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიში 64:55 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, საბოლოოდ კი 78:73.

„მიმდინარე ციკლში პირველი მატჩი ჩავატარეთ და ცხადია, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ვისურვებდით. გუნდი ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა დღევანდელ მატჩში ცუდად არ უთამაშია. შეცდომების მიუხედავად, კარგი დაცვისა და ბრძოლის ხარჯზე მოვახერხეთ ბოსნიელების დამარცხება და ეს ფსიქოლოგიური განწყობის ასამაღლებლად ძალიან კარგია", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა.

დღეს, თბილისის დროით 22 საათზე გუნდები კიდევ ერთხელ ითამაშებენ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 822 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სპორტი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული , პოდჩეტრტეკი, ევროპის ჩემპიონატი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ვიქტორ სანიკ, საქართველო, ამხანაგური შეხვედრა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...