გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 14 » მოხალისეებმა ოკაცეს და მარტვილის კანიონები დაასუფთავეს
11:48 AM
მოხალისეებმა ოკაცეს და მარტვილის კანიონები დაასუფთავეს






ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო.

კანიონი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რეინჯერებმა დაასუფთავეს. დღის ბოლოსთვის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმენდილი იყო.

მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში დასუფთავდება საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია - ოკაცე, ლაგოდეხი, ბორჯომი, მტირალა და თუშეთი. ადგილებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები იმყოფებიან.

"სტუდენტები ეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ასუფთავებენ რეკრეაციის ზონებს, მონაწილეობას იღებენ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში და ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან" - წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო თავის ფეისბუქის გვერდზე.

პროგრამის მიზანია მაგალითის მიცემა ახალგაზრდა თაობისთვის და კიდევ ერთხელ გაცნობიერება, რა მნიშვნელოვანია გარემოს სისუფთავის შენარჩუნება და მისი დაცვა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 889 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სტუდენტები, საზოგადოება, დასუფთავები, განათლება, თავისუფალი უნივერსიტეტი, მოხალისეები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველო, აგრარული უნივერსიტეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...