გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 14 » ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ქართველი მოსწავლეები გამარჯვებულები დაბრუნდნენ
11:51 AM
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ქართველი მოსწავლეები გამარჯვებულები დაბრუნდნენ






25 ივლისს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეების ნაკრები გაემგზავრა. 27-ე ოლიმპიადა ალმა-ატაში გაიმართა. 2 აგვისტოს გუნდის ოთხივე წევრი შეჯიბრიდან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

ნაკრების წევრები და გამარჯვებულები არიან:

გიორგი კლდიაშვილი - ნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა - ლიცეუმი;
ელენე მაჩაიძე - სიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
გიორგი სხირტლაძე - თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;
ალექსანდრე ცხოვრებოვი - სიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

ნაკრებში ორი ახალბედა მონაწილე იყო. ერთ-ერთმა მათგანმა, მეცხრე კლასელმა გიორგი კლდიაშვილმა პირველად იასპარეზა ორ (მათემატიკისა და ინფორმატიკის) ოლიმპიადაში და ორივე მათგანში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ელენე მაჩაიძე, რომლისთვისაც ეს უკვე მეხუთე მედალია საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ამ შედეგით ის მთელს მსოფლიოშიც გამოირჩევა.

ქართველი მოსწავლეების შედეგით, საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 886 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ქართველი მოსწავლეების წარმატება, ალმა-ატა, საზოგადოება, მსოფლიო, ინფორმატიკის ოლიმპიადა, განათლება, ბავშვები, ყაზახეთი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...