გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 17 » განო მელითაური დუმილს არღვევს – რა განუცხადა მან მედიას (კოტე თოლორდავას სიკვდილის მიზეზი დამტკიცდა)
6:37 PM
განო მელითაური დუმილს არღვევს – რა განუცხადა მან მედიას (კოტე თოლორდავას სიკვდილის მიზეზი დამტკიცდა)






მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე კოტე თოლორდავას მეუღლემ განო მელითაურმა განაცხადა, კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“ და ის ინფარქტით გარდაიცვალა.

აღნიშნული დასკვნა ჟურნალისტებს ტელეწამყვანმა ეკა ხოფერიამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმა ღვთისიაშვილმა, მსახიობმა ლევან ყოჩიაშვილმა და თავად კოტე თოლორდავანეს.

როგორც ჟურნალისტებს განო მელითაურმა განუცხადა, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კოტე თოლორდავას „კაიფში გაპარვის“ შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა.

„კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“ და ის ინფარქტით გარდაიცვალა“, – აღნიშნა კოტე თოლორდავას მეუღლემ.

აღნიშნულის მტკიცებულებად განო მელითაურმა და პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რომლის თანახმად კოტე თოლორდავა გარდაცვლილია მიოკარდიომის ინფარქტით, რასაც მოჰყვა ჰიპერტონია, ფილტვებისა და ტვინის შეშუპება.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ კოტე თოლორდავას გარეგანი დაზიანებები სხეულზე არ აღენიშნებოდა. არ ჰქონდა ნაკაწრი, ნაჩხვლეტი და რაიმე სახის სხვა დაზიანებები.

„მინდა გაიგოს ყველამ და მე მეამაყება, რომ თავის დროზე, კოტე თოლორდავამ იპოვა ძალა საკუთარ თავში და დაძლია სენი. ასევე, სხვებსაც შეუძლიათ მოიკრიბონ ძალიხსმევა და დაძლიონ ეს სენი“, – განაცხადა განო მელითაურმა.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორები: გოგა ბერიძე, ელენე ცინცაძე



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 773 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: განო მელითაური, ელენე ცინცაძე, gano melitauri, გოგა ბერიძე, goga beridze, elene cincadze, kote tolordava, კოტე თოლორდავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...