გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 25 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ხალხში მარტოსული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - khalkhshi martosuli
11:22 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ხალხში მარტოსული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - khalkhshi martosuli






სურვილისამებრ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ახალ ლექსებს მოცემული facebook პროფილის ბმულის Nikoloz Qartveli / ნიკოლოზ ქართველი მეშვეობით. გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..

როცა სიმარტოვეს
გრძნობ შენ ათას კაცში,
როცა ბოდიალობ,
გეზი არ გაქვს თავში.

როცა გიყვარდება
ღამე ზღვის ნაპირი,
როცა ვინმე უცხო
გოგო ზის და ტირის.

გინდა დაამშვიდო,
მაგრამ ვერ მიდიხარ,
ბოლოს გაბედავ და
ძლიერ გერიდება.

გინდა გადაუსვა
თბილად თავზე ხელი
ცდილობ უთხრა რამე
ის კი, ტალღებს ელის...

შემდეგ გააჩერებ,
უცებ ეკითხები.
მას არ სჯერა შენი,
აღარც ეტირება.

რადგან დაბნეული
სიტყვებს ვერ არჩევ და
ალბათ ამ ჩაძირვას,
ისიც შეამჩნევდა.

ჯიბეგაფხეკილი
ვერსად ვერ პატიჟებ,
დრო კი გადაგვთელავს
ისევ მე და გიჟებს.

შემდეგ გამოჩნდება
ამტირებელი მის,
სწრაფად მოდის - მეტროს
მატარებელივით.

ის კი მისკენ გარბის
არც გემშვიდობება.
შენ კი გიწევს მიწის
მარტოდ მშვიდად ტკეპნა.

ის "შენ" თურმე ახლაც
ისევ მე აღმოვჩნდი.
მოკლე ისტორიის
წერას დღეს აქ მოვრჩი.

ისევ ხალხმრავლობა,
სადმე გადავუხვევ.
მარტო წამოვჯდები
ქვაზე და თან ხურდებს

ნელა გადავითვლი
სახეს ვერ ვივიწყებ,
ცრემლს კი წვიმად ველი
რადგან დაკარგული

მქვია მე ამ დროის!..



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 948 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartvelis poezia, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...