27 სექტემბერს პარიზის ქუჩებში მანქანები არ იმოძრავებს
27 სექტემბერს პარიზის ქუჩები მანქანების გარეშე დარჩება. კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ეს შეზღუდვა წესდება, "პარიზი მანქანების გარეშე" ჰქვია. 24 საათის განმავლობაში ქალაქში არანაირი ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
კამპანიის ფარგლებში ადამიანებს შეეძლებათ ფეხით ისეირნონ, დაესწრონ მუსიკალურ ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.