თბილისის ზოოპარკმა UCSZOO-სგან საჩუქარი მიიღო - 2 სექტემბერში 2015 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2015 » სექტემბერი » 2 » თბილისის ზოოპარკმა UCSZOO-სგან საჩუქარი მიიღო
6:48 PM
თბილისის ზოოპარკმა UCSZOO-სგან საჩუქარი მიიღო






როგორც იცით, თბილისის ზოოპარკი სექტემბერში გაიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ასე მონატრებულ ადგილას დიდი ფუსფუსი და ორომტრიალია გაჩაღებული.

თანამშრომლები ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ზოოპარკში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა თავი ძველებურად ბედნიერად იგრძნონ.

ასეთი მზადება-მუშაობის პროცესი მეგობრების დახმარების გარეშე ხომ წარმოუდგენელია, ჰოდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ზოოპარკების ასოციაციამ (UCSZOO) ჩვენს ზოოპარკს საჩუქრად კომპაქტური თვითმცლელი Ford Transit Tipper-ი გამოუგზავნა.

"მანქანა უკვე ჩაერთო ზოოპარკულ ორომტრიალში, დაფუსფუსებს და მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს" - გვიყვება თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე.

"ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ გაჭირვების დროს გვერდში მდგომი მეგობრები უდიდესი ძალაა. ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!

დიდი მადლობა!"

პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები ქართველი კოლეგების დასახმარებლად 16 ივნისსაც ჩამოვიდნენ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 115 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საზოგადოება, მსოფლიო, ckhovelebi, თბილისის ზოოპარკი, საჩუქარი, გმირები, cxovelebi, ჩეხეთის და სლოვაკეთის ზოოპარკების ა, საქართველო, ცხოველები | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: