გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » სექტემბერი » 2 » ფოთში ევროპული სტანდარტებით მოწყობილი სარაგბო ბაზა „პარკი-არენა" გაიხსნა
6:58 PM
ფოთში ევროპული სტანდარტებით მოწყობილი სარაგბო ბაზა „პარკი-არენა" გაიხსნა






31 აგვისტოს ფოთში, 8 მარტის ქუჩაზე, მდებარე სარაგბო ბაზა „პარკი-არენა" ოფიციალურად გაიხსნა. რაგბის ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არის მოწყობილი.

ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი. ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 500 მაყურებელს იტევს.

კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. „პარკი-არენას" ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს.

,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნა ფოთელმა და თბილისელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 865 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სპორტი, ფოთი, georgian rugby, ევროპული სტანდარტებით მოწყობილი, პარკი-არენა, saragbo baza, saqartvelo, sporti, სარაგბო ბაზა, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...