ფლორიდაში, Mayo-ს კლინიკის ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნით დაავადებულ უჯრედებს ნორმალური მდგომარეობა დაუბრუნეს, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს კომუტაციის პროცესი, რომელიც ჯანმრთელ უჯრედებს დაავადებულის მიბაძვისგან აჩერებს.
მიღწევა შეიძლება მკურნალობის ახალი მეთოდისკენ გაგვიძღვეს, რომელიც მეცნიერებას ავთვისებიანი სიმსივნის ზრდა-გავრცელების რევერსიის შესაძლებლობას მისცემს.
მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მკერდის, ფილტვის და კანის აგრესიული სიმსივნის უჯრედებმა განახლება განიცადა და ფუნქციურად აღდგა, რომელიც სხეულს მავნებელი ნიშნების სახიფათო გავრცელებისგან დაიცავს.
ახალი მეთოდი ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში არსებულ ადამიანის უჯრედებზე გამოიცადა, თუმცა მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ტექნიკას, რომელიც ქიმიოთერაპიის და ოპერაციული ჩარევის საჭიროებას სპობს, ერთ დღეს სიმსივნის დასამარცხებლად წარმატებულად გამოიყენებენ.
უჯრედებს მუდმივად სჭირდებათ დაყოფა და ერთმანეთის ადგილის ჩანაცვლება. სიმსივნის დროს, ისინი აგრძელებენ ამ პროცესს, რაც ხელს უწყობს დაავადებული უჯრედების რეპროდუქციას და სიმსივნე იზრდება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნივთიერება, რომელიც უჯრედების შემაკავშირებელ ფუნქციას ატარებს, ბიოლოგიური მიკროპროცესორებით, სახელად microRNA-ები, არის რეგულირებული. როდესაც ყველა პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და უჯრედებიც საკმარისად არიან დაყოფილნი, microRNA-ები მათ განცალკევების პროცესს აჩერებენ. მიკროპროცესორები პროდუქციის ხელახლა ამუშავებას პროტეინით, სახელად PLEKHA7, ახერხებენ, რომელიც უჯრედებს შორის ჯაჭვებს წყვეტს და მათ დაყოფაში კვლავ ეხმარება. სიმსივნის შემთხვევაში, ეს პროცესი შეწყვეტილია.
მეცნიერებმა მიაკვლიეს, რომ მათ შეუძლიათ სიმსივნის გაააქტიურება, თუკი უჯრედებიდან microRNA-ებს ამოიღებენ და ამ გზით მათ პროტეინის პროდუქციის საშუალებას წაართმევენ.
და ყველაზე მთავარი - მათ შენიშნეს, რომ პროცესის არიდება შესაძლებელია მიკროპროცესორების უკან დაბრუნებით. MicroRNA-ები არიან პატარა მოლეკულები, რომლებიც უჯრედებს ან სიმსივნეს მიეწოდებათ. ინექციის სახით მისი ხარისხი გაზრდილი იქნება და ის დაავადებას შეწყვეტს.