სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება / seqtembridan asakobrivi pensia izrdeba
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. ასაკით პენსიონერებისათვის პენსია 160 ლარი გახდება.
ცვლილებიდან გამომდინარე საბიუჯეტო ხარჯებიც გაიზარდა, ამიტომ წლის ბოლომდე გაზრდილი პენსიებისათვის დამატებით ყოველთვიურად კიდევ 10 მლნ ლარამდე გამოიყოფა. დღეისათვის საპენსიო გასაცემლებზე ყოველთვიურად საშუალოდ 122 მლნ. ლარი იხარჯება.