გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » სექტემბერი » 2 » ამერიკული ტელეარხი The Notebook-ზე სერიალის გადაღებას გეგმავს
7:20 PM
ამერიკული ტელეარხი The Notebook-ზე სერიალის გადაღებას გეგმავს






ამერიკული ტელეარხი The CW მაუწყებლობაში რომანტიული ელფერის შეტანას გეგმავს და საზოგადოებას ნიკოლას სპარკსის The Notebook-ის სატელევიზო სერიების ვერსიას სთავაზობს.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, არხმა მწერალთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. სატელევიზო სცენარზე ტოდ ფრაფი იმუშავებს. იდეას Warner Bros.-იც მიესალმება.

სერიალის სცენარი წიგნში მოთხრობილი ისტორიის გამორჩეულ მონაკვეთებს მიჰყვება: რომანტიკული მოგზაურობა ნოას და ელის ურთიერთობით იწყება, შემდეგ კი ჩნდება გვერდითი მოვლენები - ქვეყნის რასისტული პოლიტიკა, ეკონომიკური კრიზისი, მეორე მსოფლიო ომი და ჩრდილოეთ კაროლინის გვიანი 1940-იანი წლები.

"The Notebook უამრავი ადამიანის საყვარელი წიგნი და ფილმია. ჯერჯერობით იდეების განვითარების დონეზე ვართ და საცდელი ნიმუში არ გვაქვს. არამგონია სერიალში წყვილის მოხუცებულობა ვნახოთ, თუმცა კიდევ ერთხელ დავძენ, რომ სცენარი ბოლომდე არაა შემუშავებული, ასე რომ ყველაფერია მოსალოდნელი" - განაცხადა The CW-ის პრეზიდენტმა მარკ პედოვიცმა.

The Notebook ამერიკელმა მწერალმა ნიკოლას სპარკსმა 1996 წელს დაწერა, რომლის ეკრანიზაციაც 2004 წელს შედგა, ფილმში მთავარი გმირების როლს რეიჩელ მაკადამსი და რაიან გოზლინგი ასრულებენ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 872 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეიჩელ მაკადამსი, საზოგადოება, ნიკოლას სპარკსი, მსოფლიო, კინო და ტელევიზია, The Cw, The Notebook, არტი, რაიან გოზლინგი, უბის წიგნაკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...