გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » სექტემბერი » 2 » ანა ჩუბინიძის წარმატება ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე
7:21 PM
ანა ჩუბინიძის წარმატება ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე






ანიმატორ ანა ჩუბინიძის 6 წუთიანი ანიმაციის მთავარი გმირი ჯიბის კაცია. ანიმაციის პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს, შედეგად ანამ ჯიბის კაცის ამბავის გასაცოცხლებლად დაფინანსება მოიპოვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული პროექტი ანსის საერთაშორისო ფესტივალზე არის წარმოდგენილი.

პროექტი ერთწლიანია, სამუშაოს ნახევარი საქართველოში ჩატარდება. დარჩენილი 6 თვე კი - საფრანგეთში. ამის შემდეგ მარტოსული ჯიბის კაცი ანიმაციურ თბილისში დაიწყებს ბოდიალს, სადაც ქვემოდან უცქერს გამვლელ-გამოვლელს, ჩემოდანში იცხოვრებს, ქუჩებში ნაპოვნ ნივთებს წაიღებს სახლში და მათ სხვადასხვა დანიშნულებას მოარგებს. ასე იქნება მანამდე, სანამ ჯიბის კაცი უსინათლო მოხუცს არ გადაეყრება. ისინი დამეგობრდებიან და ჯიბის კაცი მის ჯიბეში დასახლდება. ორივე ბედნიერია. მოხუცს სიარულისთვის ჯოხის ცეცება აღარ სჭირდება, ჯიბის კაცს კი შეუძლია, ადამიანებს თვალებში ჩახედოს.

"ჯიბის კაცი“ პირველი ანიმაციური ფილმია, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად მუშაობს.

ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. წელს ფესტივალი იუბილარია, იგი 55 წლის გახდა. წლევანდელი საფესტივალო პერიოდი 15 ივნისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1059 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საზოგადოება, ჯიბის კაცი, კინო და ტელევიზია, bavshvebi, jibis kaci, saqartvelo, ბავშვები, kino da televizia, არტი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...