გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » სექტემბერი » 12 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე ახლა მოვკალი კოღო / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me akhla movkali kogho
9:25 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე ახლა მოვკალი კოღო / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me akhla movkali kogho






სურვილისამებრ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ახალ ლექსებს მოცემული facebook პროფილის ბმულის Nikoloz Qartveli / ნიკოლოზ ქართველი მეშვეობით. გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..

მე ახლა მოვკალი კოღო,
მაგრამ არ მგონია თავი
მართალი, მტყუანიც - მხოლოდ
ვეძებ დღეს სიგიჟეს ნამდვილს,
რომელსაც საწყისი არ აქვს
და თან არ გრძელდება რამით.
როცა კი ვაგდებდი ნაგავს
ვყრიდი იმ სითბოსაც ლამის
რასაც მე გავცემდი ხელით
პარკზე ან ყუთზე ან სხვა რამ..
ყოველთვის მესმოდა მთვრალის
რომელიც ბორდიურს მცირედ
ამძიმებს და ერთი თვალით
მიყურებს მეორე მწიფე
აზრივით იცმევს ის ქუჩას
ან ქუჩა ეცმევა მას და
მოვკალი კოღო მე თუმცა
ისევე მოვკლავდი ახლაც.
ჩვენ ხალხი ვივიწყებთ ერთურთს,
ერთ სისხლს და იმავე კოვზსაც
რომლითაც ვკვებავდით წარსულს.
მინდა რომ გავზარდოთ დოზა
სიყვარულს როდესაც ფასი
არა აქვს ხვდები რომ მარტო
ივიწყებ სხეულს და გასცდი
საზღვრებს და იფიქრებ რატომ?
ვამბობ რომ მე კოღოც მიყვარს,
რადგანაც მის გარდა სხვას მე
რომ არ ვახსენდები, ნიკაპს
გარდაც ის ყველგან მკბენს, საქმეც
ეს არის მისი და ისევ
რადგან მაქვს და მიყვარს წვერი
ამისთვის ბევრ რამეს ვისმენ
მაგრამ დღეს ისევე წერით
გავიყვან დროს ჰოდა დარდად,
ერთი რამ დამრჩა რომ მხოლოდ
მოვკალი კოღო მე ახლა,
მე ახლა მოვკალი კოღო!..





გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1000 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...