წითელი ჯვარი სტუდენტებისთვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად პირველი დახმარების ტრენინგებს გამართავს, სადაც პირველადი დახმარების სადემონსტრაციო ღონისძიებები მოეწყობა.
პირველი დახმარების ტრენინგების ჩატარების დრო და ადგილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში: 1 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 11:00-12:30 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო, მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ #32 2 ოქტომბერი, პარასკევი, 11:00-12:30 საათი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო, მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ #1 5 ოქტომბერი, ორშაბათი, 11:00-12:30 თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ეზო, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240
ტრენინგის მიზანია სტუდენტებისთვის პირველი დახმარების პრაქტიკული უნარების განვითარება და კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება.
ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.