16 წლის მარიამ ხუხუნაშვილის პროექტში მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები ჩაერთვნენ
ფონდი "სოციალური პარტნიორობის" მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები ჩაერთვნენ კალათბურთის პოპულარიზაციის პროექტში, რომელიც 16 წლის მარიამ ხუხუნაშვილის ინიციატივით და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
ბავშვები ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ და დაეუფლებიან სპორტის ამ სახეობას. ვინც თავს გამოიჩენს და კალათბურთით დაინტერესდება, ისინი ვარჯიშის გაგრძელებას შეძლებენ. მათ საჩუქრად გადაეცათ სავარჯიშო ფორმები, ფეხსაცმელი, ჩანთები და ბურთები.
პროექტის ინიციატორი მარიამ ხუხუნაშვილი კალათბურთის ოლიმპიური ნაკრების წევრია. მან დაწერა პროექტი, რომელიც დააფინანსა ამერიკის საელჩომ. მარიამი თავის კალათბურთელ მეგობრებთან ერთად ბავშვებს კვირაში 3-ჯერ ავარჯიშებს.