გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » Porsche სუპერ ავტომობილ 918 Spyder-ს სარემონტოდ გაიწვევს
2:07 PM
Porsche სუპერ ავტომობილ 918 Spyder-ს სარემონტოდ გაიწვევს






როგორც აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, Porsche-მ ამერიკაში გაყიდული ხუთი სუპერ ავტომობილის, 918 Spyder-ის უფასო რეკლამაზე გაწვევა გადაწყვიტა. ამის მიზეზი უკანა საკიდარის დეფექტია, რამაც შესაძლოა, მისი დაზიანება და ავარია გამოიწვიოს. ოღონდ, რემონტზე გაწვევას მხოლოდ ის ავტომობილები ექვემდებარება, რომლებიც 7 მაისიდან 18 ივლისამდეა გამოშვებული.

გერმანულ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში აწყობილ ავტომობილებზე, შესაძლოა უკანა საკიდარის დეფექტური ბერკეტები გამოეყენებინათ. დეფექტი იმდენად სერიოზულია, რომ ავტომობილის მოძრაობისას, ბერკეტი შეიძლება გატყდეს და ინციდენტი გამოიწვიოს. კომპანიამ უკვე გააფრთხილა იმ ავტომობილების მფლობელები, რომლებზეც შესაძლოა წუნიანი ბერკეტებია გამოყენებული და სთხოვა მათ, რომ დეფექტის აღმოფხვრამდე, ამ ავტომობილებით სარგებლობისგან თავი შეიკავონ.

აღსანიშნავია, რომ „პორშეში“ ამ დეფექტის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნსის ბოლოს სეიტყვეს, როცა იტალიის სამხრეთში არსებულ ჩქაროსნულ ტრეკ ნარდოზე, რესურსზე ტესტებისას, ერთ-ერთ 918 Spyder-ზე ბერკეტი გატყდა. როგორც გერმანული კომპანია აცხადებს, იმავე მიზეზით მალე ამ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს მთელი მსოფლიოდან გაიწვევენ. სულ ზემოთ ნახსენებ პერიოდში, 45 ცალი 918 Spyder-ი გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ავტომობილი აღჭურვილია 893-ცხენისძალიანი ჰიბრიდული აგრეგატით, რომელშიც 608-ცხენისძალიანი V8 და ორი ელექტრო ძრავი შედის, რომელთა სიმძლავრეც 156 და 129 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატით ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 344 კმ/სთ-ია.
წყარო: myauto.ge





გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 763 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi. ambebi.ge, ახალი ამბები, ნიუსები, axali ambebi, newsebi, Facebook, faceambebi, niusebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...