გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » ლილოს დასახლებაში სპორტული კომპლექსი გაიხსნა
2:10 PM
ლილოს დასახლებაში სპორტული კომპლექსი გაიხსნა






თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან ერთად, ლილოს დასახლებაში, ახალი, რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი გახსნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში არ შესულა, რამაც ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია.

„2015 წელს კი ქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყოდა შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სპორტული კომპლექსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა .

„ჩვენმა წინამორბედებმა, როდესაც მიხვდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ ეს დარბაზი დალეწეს და ძალიან მძიმე ფორმაში დაგვახვედრეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ დარბაზის აღდგენა თავიდან ბოლომდე მოგვიწია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდა, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით. აღვჭურვეთ ის თანამედროვე მოწყობილობებით, ინვენტარით, გავაკეთეთ გასახდელები და ყველა პირობა შევუქმენით ბავშვებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ კომპლექსში 600 კვ.მ ზომის სპორტული საჭიდაო და მინი ფეხბურთის მოედანია განთავსებულია. დღეიდან გაუმჯობესებულ პირობებში 300 - მდე სპორტსმენი და მოზარდი შეძლებს ვარჯიშს.

„წლების განმავლობაში დედაქალაქში პრობლემას სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობა წარმოადგენდა. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაცია უმოკლედ ვადებში ჩაგვეტარებინა . მერიის სპორტის სამსახურმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს ჭიდაობის განვითარებას, რათა მომავალში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ღირსეულად წარსდგეს“,- განაცხადა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ.

ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური და მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძეც დაესწრნენ.

თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ. ,,სპორტული ცენტრი ლილო’’ ლილოს დასახლებაში 107-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.მერია ცდილობს გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სპორტის სახეობები ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ჯანსაღი ცხოვების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ მერიაში.
ლილოს დასახლებაში სპორტული კომპლექსი გაიხსნა



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 858 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi. ambebi.ge, სიახლეები, ახალი ამბები, ნიუსები, axali ambebi, newsebi, siaxleebi, faceambebi, niusebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...