ჩელსიმ გადაწყვეტილება მიიღო, ლორია ... / chelsim gadatskvetileba miigho, loria ...
ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ ინგლისური და იტალიური სპორტული გამოცემები.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსიმ” საბოლოოდ მიაგნო მესამე მეკარეს და ისინი მარკო ამელიას მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაიფორმებენ.
მოგეხსენებათ, მოურინიო კურტუას ტრავმის შემდეგ ეძებს მეკარეს. იყო საუბრები, თითქოს ეს მეკარე საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორია იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, არჩევანი ამელიაზე გაკეთდა.
ჯერჯეროით ეს ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამელია კი ამჟამად უგუნდოდადაა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება “ჩელსის”.