დაიხურა თუ არა „რუსთავი 2“ - ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა
3 საათზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე ახლახან დაწერა. გთავაზობთ მის პოსტს.
„3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, „რუსთავი 2“ დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე“.