რა სარგებლობა მოაქვს აერობიკას? / ra sargebloba moaqvs aerobikas? - 2 ოქტომბერში 2015 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » რა სარგებლობა მოაქვს აერობიკას? / ra sargebloba moaqvs aerobikas?
2:20 PM
რა სარგებლობა მოაქვს აერობიკას? / ra sargebloba moaqvs aerobikas?






სპორტის სახეობებს შორის ქალების უმეტესობა არჩევანს აერობიკაზე აკეთებს. აერობიკა არა მხოლოდ წონაში სწრაფად კლებას უწყობს ხელს, არამედ უნარჩუნებს ორგანიზმს ტონუსს და სხეულს ენერგიით მუხტავს.



წონაში კლებითვის აერობიკას ადამიანები მრავალი წელია, მიმართავენ. სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1990-იანების დასაწყისში გახდა. ამ პერიოდში ყველა ტელევიზია დიდ დროს უთმობდა მარტივი ვარჯიშის ჩვენებას.

ვარჯიშის დროს ჟანგბადით ორგანიზმი ჩვეულებრივზე სწრაფად ივსება, რის გამოც თქვენ ფიზიკური დატვირთვა გიადვილდებათ და მარტივად აკეთებთ რთულად შესასრულებელ ვარჯიშსაც. აერობიკა ხელს უწყობს ორგანიზმში კალცის გამომუშავებას, რაც ამაგრებს თქვენს ძვლებს, სხეული ხდება უფრო მოქნილი და დაავადებებს მარტივად უმკლავდება. აერობიკა მხოლოდ გახდომას არ უწყობს ხელს, ის გეხმარებათ ცხოვრება გაიხანგრძლივოთ. რეგულარული ვარჯიშის შედეგად იზრდება ფილტვების მოცულობა, შესაბამისად - სუნთქვა მარტივი ხდება და ორგანიზმი იღებს მეტი რაოდენობით ჟანგბადს.ამასთან, აერობიკა ერთგვარი პრევენციაა გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის, ხსნის სტრესს.

კვირაში მხოლოდ ორჯერ 45 წუთის განმავლობაში აერობიკის ინტენსიური ვარჯიშიც კი დაგეხმარებათ, წონაში დაიკლოთ.



ჭარბი წონის მოსაშორებლად აერობიკის რამდენიმე სახეობას მიმართავენ. ყველაზე გავრცელებული, მათ შორის, ცეკვის აერობიკაა. ეს სახეობა ძალიან კარგია მათთვის, ვისი პრობლემური ზონა ფეხები და თეძოებია.



სტეპ-აერობიკის დროს იწვება დიდი რაოდენობით ცხიმი, ამასთან - ეხმარება ადამიანს ართრიტთან ბრძოლაში და ოსტეოპოროზის პრევენციას ახდენს.



აკვა-აერობიკა წყალქვეშა აერობიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქია. იმის გამო, რომ ვარჯიში წყალში მიმდინარეობს, მოქმედება ძნელი შესასრულებელი არ არის. ამის მიუხედავად, წონაში კლება სწრაფად მიმდინარეობს. აკვა-აერობიკა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის არის გათვლილი.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 129 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi. ambebi.ge, სიახლეები, ახალი ამბები, ნიუსები, axali ambebi, newsebi, siaxleebi, faceambebi, niusebi | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: