გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » რძის პროდუქტზე ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო "georgian milk / ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა
2:27 PM
რძის პროდუქტზე ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო "georgian milk / ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა






რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, ეტიკეტირების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.


მარნეულში მდებარე ”სმარტიდან" აღებული შპს „ჯორჯიან მილკის" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2,5%-იანი - „მილკო") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს" 2,5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული, რის გამოც „ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა.


მონიტორინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.


რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან დღემდე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს.


ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის", შპს "სამგორი ალკოს", „ვოლგოდონსკოეს" ნაღების კარაქსა და „გლეხურ"კარაქში.

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", რომლის მიხედვითაც, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვ., გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს - რძის შემცველი პროდუქტი.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 876 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi. ambebi.ge, სიახლეები, ახალი ამბები, ნიუსები, axali ambebi, newsebi, siaxleebi, faceambebi, niusebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...