გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » ლინა მედინა - მსოფლიოში ყველაზე პატარა დედა / lina medina - msoflioshi kvelaze patara deda
9:19 PM
ლინა მედინა - მსოფლიოში ყველაზე პატარა დედა / lina medina - msoflioshi kvelaze patara deda






საზოგადოებას აღარ აკვირვებს მსოფლიოში მომხდარი ანომალიები, მაგრამ თქვენზე აუცილებლად იმოქმედებს ის უცნაური ამბავი, რომელიც 5 წლის გოგონას გახადა თავს.

1933 წელს, პერუს სოფელ ტიკრაპოში ღარიბ ოჯახში გაჩნდა გოგონა ლინა მედინა... დაბადებიდან 5 წელში გოგონა გახდა ყველაზე ახალგაზრდა დედა მთელ მსოფლიოში. მის შემთხვევას წლების განმავლობაში მსოფლიოს წამყავნ სამედიცინო დაწესებულებებში იკვლევდნენ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მაგრამ ამით გოგონას ტრაგედია არ შემსუბუქებულა. ისტორია წარმოუდგენელია, მაგრამ ამავე დროს რეალური.

როცა ლინა 5 წლის გახდა, დედამ შეამჩნია, რომ გოგონას მუცელი არაბუნებრივად იზრდებოდა, პატარა მუდმივად ლაპარაკობდა მუცლის ტკივილზე. რა თქმა უნდა, ბავშვის ჯანმრთელობით შეშინებულმა მშობლებმა გოგონა უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარეს. თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ყველასგან გასაოცრად დადგინდა რომ, 5 წლის ლინა 7 თვის ორსული იყო.

მალევე გოგონა საკეისრო კვეთით ამშობიარეს, რადგან ბუნებრივი გზით მშობიარობისთვის გოგონა ძალიან პატარა იყო. 1939 წლის 14 მაისს ლინამ ბიჭი გააჩინა. ახალშობილი სრულიად სრულფასოვანი იყო და 2,7 კგ-ს იწონიდა. გოგონამ შვილს ჟერარდო დაარქვა,
ექიმ ჟერარდო ლოზადის საპატივცემულოდ, რომელმაც გოგონა ამშობიარა.

საკეისრო კვეთის დროს, ექიმები კიდევ ერთხელ გაოგნდნენ, გოგონა სრულფასოვანი სასქესო მონაცემები ჰქონდა, როგორც დედა ამბობდა, მას მენსტრუალური ციკლი 3 წლის ასაკში დაეწყო.

თავდაპირველად ჟერარდო ფიქრობდა, რომ ლინა მისი და იყო, მაგრამ 10 წლის ასაკში ბავშვს სიმართლე უამბეს და უთხრეს, რომ ლინა არა და, არამედ დედა იყო.

გარკვეული დროის განმავლობაში ლინას მამა დააკავეს, რათა ეჭვობდნენ, რომ მამამ გოგონა გააუპატიურა, მაგრამ სამხილის არქონის გამო ის გაათავისუფლეს. სიტუაცია, რომლის გამოც გოგონა დაფეხმძიმდა დღესაც უცნობია.

მეანგინეკოლოგმა ხოსე სანდოვალმა თავის წიგნში აღწერა, რომ ლინა სრულიად ნორმალური ბავშვი იყო და არანაერი ფსიქიკური გადახრები არ ჰქონდა. გოგონას სათამაშოებით თამაში უფრო უყვარდა ვიდრე თავის შვილთან ერთად გართობა.

ჟერარდო 1979 წელს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით ლინა გათხოვდა. ის ცოლად რაულ ხურადოს გაჰყვა, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1277 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi. ambebi.ge, სიახლეები, ახალი ამბები, ნიუსები, axali ambebi, newsebi, siaxleebi, faceambebi, niusebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 maia dadiani  
0 Spam
me axla michirs bavshvis gazrda, var 23 wlis da tavi mgonia jer kidev bavshvad da naxe shen 5 wlis bavshvma ra qna smile kochag medina. me shemdeg vetkodi, ki dzneli iqneboda misagebad, magram vetkodi rom dedamisi viyavi.

1 fisunia  
0 Spam
Ⴌიკა გილოცავ, ძალიან კარგია. :-)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...