9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "ვეფხისტყაოსნის" ახალი, ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ბოლო 40 წლის მანძილზე "ვეფხისტყაოსნის" ერთადერთი ინგლისური თარგმანია, რომელიც 16-მარცვლიანი შაირით არის შესრულებული.
თარგმანი ეკუთვნის ამერიკელ მწერალს, პოეტსა და მთარგმნელს ლინ კოფინს. მანვე თარგმნა თანამედროვე ქართველი პოეტების გივი ალხაზიშვილის, გიორგი კეკელიძის,ზაზა აბზიანიძისა და დათო ბარბაქაძის პოეზია.