გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » ვერხვის ფოთოლთა ტირილი / verxvis fotolta tirili
2:05 PM
ვერხვის ფოთოლთა ტირილი / verxvis fotolta tirili






ტყეა, ტყის პირას ჭაობი, ტყეში სდგას ძველი ხეები,სდგანან უჩუმრად, ტანჯვა სწვავთ, მრავლის მნახველი ვერხვები.გული სტკივათ და ტირიან, ათას წლოვანი დევები,არ შეუძლიათ არ წერონ დიდ სიყვარულზე ლექსები.მე მათი ენა არ მესმის, თუმცა მათ ზუზუნს ყურს ვუგდებდა ვხვდები, ერთი ვერხვის ხე, მეორეს ლექსებს რომ უწერს.თუმც ამის თქმას ვერ უბედავს და დიდ გრძნობასაც ვერ უმხელს,რა მოუხერხოს იმ გრძნობას, გულში ულევად რომ უდევს?და ერთ გრილ ნიავ–ქარიან, ვარსკვლავებიან საღამოს,მის ზუზუნს ყური მოვკარი და მეც ფიქრებში ჩამაგდო.ასე ამბობდა ვერხვის ხე, “ღმერთმა სიკეთე ანახოს,თავს მარიდებს და გამირბის, არ სურს რომ სახე მანახოს.იქნებ სწორადაც იქცევა, არ უნდა გრძნობით დამტანჯოს”ამ დროს უეცრად ჩამესმის, მეორე ვერხვის ზუზუნი,ქალი ვერხვის ხეც ტიროდა. . . ტიროდა, მაგრამ ხმა ჩუმით.ტირის და ცრემლს ვერ იკავბს, ეტყობა უყვარს ღრმა გულით.ამ საოცრების მნახველი, ენა ჩავყლაპე, დავმუნჯდი,იქვე მიწაზე ჩამოვჯექ, გაოგნებული გავყუჩდი.ორივეს ვხედავ ტირიან, ცრემლი ჩამოსდით თვალზედა,ღმერთმა ორივე ტანჯვისთვის რათ მოავლინა ამ ქვეყნად,ორივე რატომ გაწირა უბედობისთვის განგებამ.ქალიც იმავეს ნატრობდა, “ღმერთო არიდე ტანჯვას ის,მისკენ მიმავალ ჭირ–ვარამს გადაუკეტე ცხრა კარი.იქნებ ჩემს რჩეულს სხვა უყვარს, იქნებ არჩია სხვა ქალი”ამდენი რამის მნახველი, მომსწრე, ვერც მე ვიკავებ ტირილს.მეც გადმომედო მათი დარდები, ვეღარც მე ვუძლებ ტკივილს,ორი ვერხვი და ერთი ბავშვი, სამივე ერთად ვტირით.კითხვა გამიჩნდა ერთი მეორეს, რატომ ვერ უმხელს ტკივილს?მე ხომ მესმოდა მათი ტკივილი და ცრემლების ღვრა ჩუმი,მაშინ შენიშნე თურმე რომ არცერთს, არსად არა აქვს პირი.ვერც მე შევძელი მათთვის გამენდო, მათი გრძნობები ჩუმი,მე ხომ ვერხვების ენა არ მესმის, თუმცა არც მათ აქვთ ყური! საქართველოს ფესვები საქართველო შეიცვალა, ასე მითხრეს მე,არ ვაპირებ მანდ ჩამოსვლას, გადავწყვოტე ეს.სამი წელი სხვაგან ვცხოვრობ, სიზმრად გხედავ შენ,აქ დავრჩები კიდევ



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 975 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ტკივილს, უმხელს, უყვარს, მესმის, ტირიან, მეორეს, ზუზუნს, ვერხვის, იქნებ, მნახველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...