გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » პროსტიტუცია საქართველოში / prostitucia saqartveloshi
2:10 PM
პროსტიტუცია საქართველოში / prostitucia saqartveloshi






პროსტიტუცია არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა ლეგალურია თუ არა, პროსტიტუცია არსებობს საქართველოში დღეისთვის, ასევე არსებობდა წარსულში ( დიდი საროსკიპო იყო თამარის დროს გორთან, ასევე მეხუთე საუკუნეში ე.წ. სპარსული ბორდელები) . პროსტიტუციის ლეგალიზება-არალეგალიზებას ძირითადად აქვს მორალური საფუძველი. ჩვენს მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც გამოიკითხა 845 ადამიანი, მათ შორის 270 იყო ქალი (მდედრობითი სქესის), ხოლო 575 იყო მამაკაცი. კვლევაში მონაწილეთა 58,34 % -მა დააფიქსირა, რომ პროსტიტუცია უნდა იყოს ლეგალური. 32,66 % -ის აზრით ლეგალიზებული არ უნდა იყოს, ხოლო 9 % მა განაცხადა, რომ არ იცის. რაც შეეხება პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ფაქტებს. 1994 წელს მინეაპოლისში (აშშ-ში , წყარო Health Effects of Prostitution, Janice G. Raymond) ჩატარდა კვლევა სადაც პროსტიტუტების ნახევარზე (50 %)-ზე ფიზიკურად ძალადობენ კლინეტები, ძალადობა ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მეძავების ძვლების მოტეხილობით სრულდება. მეძავების მესამედზე ძალადობენ წელიწადში რამდენჯერმმე, 23 % – კი იმდენად მძიმედ იქნა ნაცემი, რომ ძვლების მოტეხილობა ჰქონდათ მიღებული. მეძავებს შორის ასევე მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება, მხოლოდ მეძავების 15 % აღნიშნავდა, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ ჰქონია, მეძავების 31 % -ს ჰქონდა მენჯის ანთებითი დაავადებები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამედიცინო მდგომარეობაა შიდსის შემდგომ. მეძავებს შორის ასევე გავრცელებულია არასასურველი ორსულობები, აბორტი, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები მაგ ქალების 46 % -ს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ზოგადად განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში უნაყოფობის 70 % მდე მოდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიზე. სქესობრივი ინფექციების მიღების სცენარი ხშირად ასეთია: რაიონებში და სოფლებში მცხოვრები ოჯახებიდან მამაკაცები ხშირად მიდიან ქალაქებში სამუშაოდ, იქ სარგებლობენ მეძავების მომსახურეობით, შემდეგ ინფიცირდებიან და აინფიცირებენ მეუღლეს. ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, სადაც პროსტიტუცია აკრძალულია. არსებობს მოსაზრებები, რომ პროსტიტუციის ლეგალიზებამ შეიძლება შეამციროს მსგავსი შემთხვევები, ვინაიდან არალეგელურ მდგომარეობაში არსებული მეძავების სიცოცხლე გაცილებით მეტი ფიზიკური საფრთხე ემუქრება, რაც შეეხება მორალურ ასპექტებს, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, ქართული პოპულაციის 58 % კი პროსტიტუცის ლეგალიზების მომხრეა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1127 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: გადამდები, სადაც, ასევე, პროსტიტუცია, შეეხება, ჩატარდა, შორის, მეძავების, არსებობს, სქესობრივი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...