გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » ქალებში გამონადენი საშოდან / qalebshi gamonadeni sashodan
2:13 PM
ქალებში გამონადენი საშოდან / qalebshi gamonadeni sashodan






საშოდან გამონადენი ნებისმიერ ქალს ჰქონია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მისი მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური პროცესები, მაგ. აგზნება, შეიძლება იყოს პათლოგიური. მაგ. ბაქტერიული ვაგინოზი, სოკოვანი ინფექცია და სხვა . გამონადენი მიზეზიდან გამომდინარე განსხვავდება ფერით, კონსისტენციით, შემადგენლობით, სუნით.

კონსისტენცია ( სქელი, ხაჭოსებრი, თხელი, წყლოვანი)
ფერი (გამჭვირვალე, მღვრიე, სისხლიანი, თეთრი, მოყვითალო, მომწვანო)
სუნი (უსუნო, მსუბუქი სუნი, ცუდი სუნი)
ნორმაში საშო გამოყოფს სეკრეტს, რომლელსაც მკვეთრი სუნი და ფერი არ აქვს, არის თხელი, მსუბუქი სუნით ან უსუნოდ და გამჭვირვალე. ეს არის საშოს სეკრეტი, რომელსაც დამცველობითი და საშოს დამატენიანებელი ფუნქცია აქვს. საშოს სეკრეტს გამოყოფენ, როგორც საშვილოსნოს ყელის ჯირკვლები, ასევე საშოს ლორწოვანი გარსი და ვულვაზე არსებული ბართოლინის ჯირკვლები.

მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპზე გამონადენი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს უფრო ლორწოვანი, ან უფრო წყლოვანი. ოდნავ მეტი სუნით, ან უსუნო, ეს დამოკიდებულია ქალის ჰორმონალურ მდგომარეობაზე. ესტროგენები პასუხისმგებლები არიან საშოდან გამონადენზე, ესტროგენების ნაკლებობა იწვევს საშოს სიმშრალეს.

გამონადენის მიზეზები:

ნორმალური გამონადენის მიზეზები შეიძლება გახდეს :

ემოციური სტრესი
ოვულაცია
ორსულობა (ორსულობაში, მის დასასრულს გამონადენი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ორსულობის დასასრულს წყლების დაღვრა არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვოს ქალმა, მას სჭირდება დროული სამედიცინო მეთვალყურეობა).
სექსუალური აგზნება.
პათოლოგიური გამონადენი

ატროპიული ვაგინიტი ( ძირითადად მენოპაუზალურ ქალებში ვითარდება).
ბაქტერიული ვაგინოზი - იწვევს მონაცრისფრო გამონადენს მყრალი სუნით, სექსის შემდეგ გამონადენი უფრო მძაფრია და სუნიც მკვეთრი. ბაქტერიული ვაგინოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები.
საშვილოსნოს ყელის და საშოს კიბო – იწვევენ დიდი რაოდენობით გამონადენს, ზოგჯერ გამონადენი სისხლიანია.
ქლამიდია
ვაგინიტი, ბრტყელი ლიქენი (ეს უკანასკნელი დერმატოლოგიური პათლოგიაა).
ტამპონი ან უცხო სხეულის შედეგად.
გონორეა
სხვა სქესობრივი გზით გადამდები პათლოგიები
ტრიქომონიაზი
სოკოვანი ინფექცია.
თუ ქალი შეამჩნევს, რომ მისი გამონადენი არ ჰგავს ფიზიოლოგიურ, ნორმალურ გამონადენს, აუცილებელია დამატებით ძიება მიზეზის დასადგენად, პათოლოგიური გამონადენი სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

პათოლოგიური გამონადენის პრევენცია და საშოს ჰიგიენის დაცვა.

ქალი უნდა ეცადოს საშოს მიდამო შეინარჩუნოს სუფთა და მშრალი.
არ არის სასურველი გამორეცხვები, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის შემდგომ და ხშირად. ვინაიდან, მან შეიძლება პირიქით გააუარესოს მდგომარეობა. გამორეცხვებმა შეიძლება ჩამორეცხონ ნორმალური ფლორა და პათლოგიურ ფლორას გზა გაუხსნან, ან ინფექცია შეიტანონს საშვილოსნოში სიღრმეში და მოხდეს ფალოპის მილების დაინფიცირებაც.
პრეზერვატივის გამოყენება – ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას.
თუ ქალის გამონადენი გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით, საჭიროა მისი პარტნიორის მკურნალობაც, ვინაიდან ხელ ახლა არ მოხდეს დაინფიცირება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1340 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: გამონადენის, გადამდები, შეიძლება, ბაქტერიული, სუნით, ინფექცია, საშოს, გამონადენი, სქესობრივი, ვაგინოზი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...