ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განახლებულ სცენაზე პირველი წარმოდგენა გაიმართა / sakhelmtsifo teatris ganakhlebul scenaze pirveli tsar
ექვს წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაიხსნა. პირველი წარმოდგენა 28 ნოემბერს გაიმართა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენება დახურული იყო.
საბალეტო დასმა ირჟი კილიანის შემოქმედება წარმოადგინა, მათ შორის ახალი ბალეტი - „სარაბანდა“, რომლის პრემიერა თეატრის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება.
2016 წლის დასაწყისში დაგეგმილია ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალური გახსნა. წარმოდგენილი იქნება ოპერა - "აბესალომ და ეთერი", რომელზეც რეჟისორი გიზო ჟორდანია უკვე 1 წელია მუშაობს.