Facebook მსოფლიო მასშტაბით ყველა თანამშრომელს უზრდის დეკრეტულ შვებულებას / feisbuqi msoflio masshtabit tanamshromlebs uzrdis dekretul shvebu
Facebook თავის თანამშრომლებს მსოფლიოს მასშტაბით, საახალწლო არდადეგებთან ერთად, დასვენებისთვის დამატებით დროს აძლევს.
ყველა თანამშრომელი, რომელსაც ახლახან შეეძინა შვილი, კომპანიისგან საჩუქრად 4 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას მიიღებს.
"გაზრდილი ბენეფიტი ეხებათ ახალშობილთა მამებს და ლგბტ წყვილებს აშშ-ის გარეთ" - წერს კომპანიის ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მიმართულებით Lori Matloff Goler თავის ფეისბუქის პროფილზე, "გადავხედეთ ჩვენი დეკრეტული შვებულების პოლიტიკას და მივიღეთ ცვლილება, რომელიც ჩვენი თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახებისთვის საუკეთესო იქნება".
Facebook-ს თითქმის 12,000 თანამშრომელი ჰყავს, მათგან რამდენიმე ათასი კალიფორნიაშია დასაქმებული, სხვები კი დელიში, დუბაში და დუბლინში.
დუბლინში, როგორც უამრავ სხვა ევროპის ქვეყანაში, შვილის შეძენის შემდეგ მამებს მხოლოდ 2 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება აქვთ. ინდოეთში შვილის გაჩენის შემდეგ დედებს 12 კვირიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ეკუთვნით, მამებს 15 დღე.
ფეისბუქის CEO მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი პირველ შვილს ელოდებიან. ცუკერბერგმა ამცნო მსოფლიოს, რომ ქალიშვილის დაბადების შემდეგ 2 თვიან შვებულებას აიღებს.