Islamic Relief USA ჰუმანიტარული, მოხალისეებით შექმნილი საზოგადოებაა, რომელმაც სიეტლში ორგანიზება გაუკეთა "კეთილშობილების დღეს". 24 ნოემბერს მათ უსახლკაროები გამოკვებეს.
ორგანიზაციას მოხალისედ მუსლიმი საზოგადოებაც შეუერთდა, მათ შორის იყო ორი სირიელი ემიგრანტი.
19 წლის იაზან ალ-სალკინი და 14 წლის ნაბილ ალ-სალკინი ძმები არიან. მათი თქმით, სურთ ამ გზით მადლობა გადაუხადონ ამერიკულ ოჯახებს, რომლებმაც ისინი მიიღეს და ახალი ცხოვრების შანსი მისცეს.
უფროსი ძმა იმედოვნებს, რომ მის სირიელ მეგობრებსაც ექნებათ ამერიკაში ჩასვლის საშუალება. 14 წლის ნაბილი კი ამბობს, რომ ისინი მუსლიმები არიან, თუმცა არ წარმოადგენენ ISIS-ის სახეს.
ღონისძიების ფარგლებში Islamic Relief USA-მ უსახლკაროები გამოკვება და დალაქის მომსახურებით გაუმასპინძლდა. მათ საჩუქრად გადაეცათ საძილე ტომრები და ჰიგიენის დამცავი ნივთები.
2015 წლის სექტემბერში ობამამ განაცხადა, რომ მომავალ წელს ამერიკა 10,000 სირიელ ლტოლვილს მიიღებს.