15 წლის ბიჭუნა თავის სიცოცხლეს ჩანტელა ბოსას უმადლის. 28 ნოემბერს ჩანტელა პორტ ედვარდის სანაპიროზე ქორწილის ფოტოგრაფად იყო მიწვეული და თავის მოვალეობას ასრულებდა.
"სწორედ მაშინ, როდესაც პატარძალი ამბობდა "თანახმა ვარ", რაღაც ძალამ გვერდით მიმაბრუნა, და დავინახე, რომ ორ ახალგაზრდას ზღვიდან ბიჭი გამოჰყავდა". ჩანტელამ დაუფიქრებლად მიატოვა კამერა და პოსტი და მათკენ გაიქცა.
ბიჭუნა აღარ სუნთქავდა, ფოტოგრაფი 20 წუთის განმავლობაში უწევდა მას პირველად დახმარებას და გულის არაპირდაპირ მასაჟს უტარებდა. სწორედ მაშინ, როდესაც დაღლილობისგან იმედი გადაეწურა, ჩანტელამ მისი პულსი იგრძნო.
ფოტოგრაფის ქმარი პარამედიკია. სწორედ მისი ყურებისას ისწავლა ჩანტელამ პირველადი დახმარების გაწევა.
"ჩემს ცოვრებაში პირველად მოხდა მსგავსი რამ. საოცარი გრძნობაა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა" - თქვა ფოტოგრაფმა.
ახალგაზრდა მცურავი საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.