გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » ნახშირბადის ახალი სახეობით ოთახის ტემპერატურაზე ბრილიანტი იქმნება / nakhshirbadis sakheobit otakhis temperaturaze brilianti iqneba
4:08 PM
ნახშირბადის ახალი სახეობით ოთახის ტემპერატურაზე ბრილიანტი იქმნება / nakhshirbadis sakheobit otakhis temperaturaze brilianti iqneba






ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მყარი ნახშირბადის ახალი სახეობა, რომელსაც Q-კარბონს ეძახიან, და ნახშირბადის სხვა 2 სახისგან განსხვავებით რამდენიმე გამორჩეული თვისება აქვს: არის ფერომაგნეტური, უფრო მყარი ვიდრე ბრილიანტი და ენერგიის გამოყოფის დროს ვარვარებს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ Q-კარბონით მიიღება ბრილიანტის სტრუქტურა ჩვეულებრივ ატმოსფეროში, ოთახის ტემპერატურაზე.

Q-კარბონის შესაქმნელად დაგჭირდებათ ნახშირბადის წყარო და სუბსტრატი, რომელზეც რეაქცია განხორციელდება. წყაროდ გამოგადგებათ ამორფული ნახშირბადი, რომელშიც ატომები არაორგანიზებული სახით იმყოფებიან და ქაოსურად არიან განლაგებულნი. მაგალითად ქვანახშირი ამორფული კარბონის ერთ-ერთი სახეა. რაც შეეხება სუბსტრატს, უმჯობესი იქნება არჩევანი მინას და პლასტმასს შორის გააკეთოთ.

აავსეთ სუბსტრატი ამორფული კარბონით და დაახლოებით 200 ნანოწამის განმავლობაში ლაზერული პულსი "დაარტყით", გააცხელეთ 3,726 °C-ზე და შემდეგ სწრაფად გაგრილების შემთხვევაში ის Q-კარბონად დაკრისტალდება.

"ასე შევქმენით მყარი კარბონის მესამე სახე. მისი ნატურაული სახით არსებობა შესაძლებელია რომელიმე პლანეტაზე" - ამბობს ჯეი ნერიანი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

განსხვავებული სუბსტრატის ან ლაზერული პულსის "დარტყმის" ხანგრძლივობის შემთხვევაში, მათ შეძლეს ალმასის ნანოსტრუქტურის შექმნა.

"ასეთი რამ ჩვენც მხოლოდ ფილმებიდან გვესმოდა, თუმცა ნამდვილად შესაძლებელია ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე ბრილიანტის მიღება" - დასძენს ნერიანი. კვლევა APL Materials-ში გამოქვეყნდა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 898 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საზოგადოება, მეცნიერება, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი, მსოფლიო, ბრილიანტი, ნახშირბადი, ალმასი, mecniereba, ქიმია, almasi da brilianti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...