გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » Free Hug Day / ჩახუტების დღე - იმისათვის, რომ უფრო თბილები ვიყოთ - ჩამეხუტე!
5:39 PM
Free Hug Day / ჩახუტების დღე - იმისათვის, რომ უფრო თბილები ვიყოთ - ჩამეხუტე!






რამოდენიმე დღის წინ ადომ მიმიწვია ჩახუტების საერთაშორისო დღის აქციაზე თბილისში. გული დამწყდა, რადგან თავისუფალი დროის არქონის გამო უარი ვთქვი. მერე დავჯექი ჩემთვის გაბუტული და საკუთრ თავზე გავბრაზდი, რომ ვერ ვახერხებ მსგავს რაღაცეებზე სიარულს:( და უცებ გადავწყვიტე, რატომ არ შეიძლება ეს მეც გავაკეთო ჩემს ქალაქშითქო და გაგას შევთავაზე, რომელისთვისაც ჯერ დასრულებული არ მქონდა თხოვნა ისე უკვე გამზადებული ჰქონდა ივენთი ფბ – ზე. 50-მდე მსურველი გამოჩნდა და ამან უფრო მომცა სტიმული. თავიდან არც კი გამიაზრებია რა მოჰყვებოდა ამას და გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ გავრისკეთ. ზუსტად 3სთ-ზე დანიშნულ ადგილას ვიყავით პლაკატებით ხელში. სამწუხაროდ მხოლოდ მე, თამარი, გაგა, ნიკა და გივი ვიყავით, მაგრამ პირველ ჯერზე საკმაოდ ხალისიანად შემოვირბინეთ ქალაქის ცენტრალური ადგილები. აქცია გადაიღო ადგილობრივმა ტელევიზიამ და მოგვიწონა ასეთი სახალისო წამოწყება,იყო იმედ გაცრუებაც,:( გაკვირვებაც, სიხარულიც, სითბოც, სასაცილო რეპლიკები, მაგალითად, “ეს, რომ ჩემმა ცოლმა ნახოს” სამსახურში ვარ და ვერ ჩაგეხუტებით”, წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტეთ”, პოლიციელმა კიდე მეკაიფებით, წადით სხვას ჩაეხუტეთო, არადა რომ კითხოთ მუდამ ხალხის სამსახურშიო, ეგენი ქუჩაში არ გეხუტებიან და საშიშროებისაგან დაგიცავენ?:( (ჩვენ გვიშველის პატრულიიიიიი? ლოლ)
მოკლედ ერთი სიტყვით საერთაშორისო ჩახუტების დღე მეორედ ჩატარდა ქუთაისში, საკმაოდ პოზიტიურად და ხალისიანად, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კიდე ისეთი აჯიტირებული ვარ ლამისაა ამ შუაღამეს გარეთ გავვარდე და გამვლელებს კიდევ ჩავეხუტო.

ეს იყო რაღაც ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი დღე, მომღიმარი სახეებითა და თბილი გულებით, მართლა მთელი გულით ვისურვებდი, რომ ყოველი დღე მსგავსი ხალისით გავდიოდე გარეთ და მსგავსი მუხით მხვდებოდნენ.

საერთაშორისო ჩახუტების დღეს გილოცავთ მეგობრებო!



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 851 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საერთაშორისო ჩახუტების დღე, chakhutebis dghe, აქცია, hug day, ტელევიზია, ჩახუტება, პოლიცია, chaxutebis dge, სითბო, ივენთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...