10:38 PM ავსტრალიაში ალბინოსი კუ აღმოაჩინეს / avstraliashi albinosi ku aghmoachines | ||||||||||||
“ის სიცოცხლით სავსე იყო და ძალიან ბედნიერად მიემართებოდა წყლისკენ. ავად სულაც არ იყო, უბრალოდ მთლიანად თეთრი ფერის იყო", - განაცხადა მოხალისეთა გუნდის პრეზიდენტმა, ლინდა ვარნემინდმა. ექსპერტების თქმით, როგორც წესი, 1 000 პატარა კუდან მხოლოდ ერთს აქვს გადარჩენისა და ზრდასრულ ასაკამდე მისვლის შანსი. ალბინოსი კუ კი, 100 000 კუს შორის მხოლოდ ერთი შეიძლება შეგვხვდეს. "ის ძალიან ლამაზი იყო. ჩქარობდა, რადგან ძალიან უნდოდა წყალში შესვლა. იმედი მაქვს, რომ ოკეანეში გადარჩება", - განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელმაც კუ აღმოაჩინა. მიმაგრება: სურათი 1
|
|