11:18 AM
კარლო კაჭარავა - სიყვარული / karlo kacharava - siyvaruli
www.auf.ge -
ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული.
იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო;
ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან,
მძიმე, შავი ტელეფონით.
ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა.
მისი ხმის გაგონებაზე კაცმა წერა შეწყვიტა
და სიგარეტს მოუკიდა,
თუმცა ამის კეთებისას
ყურმილი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
ისინი ლაპარაკობდნენ იმდენად გულწრფელად,
რომ თითქოს ერიდებოდნენ ერთმანეთს.
ისინი ლაპარაკობდნენ მოსალოდნელ შეხვედრაზე,
მაგრამ არ უწყოდნენ,
რომ თვითმფრინავი, რომლის ფრენაც თოვლის გამო გადაიდო
ვერასოდეს აიღებდა გეზს სხვა ათასწლეულებისაკენ-
უფრო წინ – წარსულში, თუ უკან- მომავლისაკენ.
ისინი ვეღარასოდეს ნახავენ ერთმანეთს
და თოვლიც ასე ვეღარასდროს იქნება მხოლოდ თოვლი.

კარლო კაჭარავა


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1173 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: karlo kacharava, qalaqis fosta, siyvaruli, telefoni, mikvarkhar, კარლო კაჭარავა, sikvaruli, სიყვარული, ტელეფონი, miyarxar | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 maikomiqeladze  
0 Spam
"es iyo dzalian didi siyvaruli
imdenad amaghelvebeli,
rom sheudzlebelia kargad damtavrebuliyo"

dzalian lamazia, garekili da seriozuli, magaria ra...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]