გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 14 » როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საფენი / rogor shevarchiot higienuri safeni
3:26 PM
როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საფენი / rogor shevarchiot higienuri safeni






1. პირველ რიგში, სანამ თქვენი სხეულისა და ცხოვრების სტილისათვის შესაფერის საფენს აირჩევდეთ, ნახეთ ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ჩამონათვალი და აღწერილობა; ან მაღაზიაში, შეძენამდე ყურადღებით გაეცანით მას.

2. სქელი თუ თხელი, სტანდარტული თუ გრძელი - მაშინ, როდესაც ულტრა თხელი საფენი უფრო კომფორტულია, იმ მხრივ, რომ თითქმის ვერც კი იგრძნობთ ატარებთ თუ არა მას, კრიტიკულ დღეებში გრძელი თუ სქელი საფენები გაცილებით უკეთესად გიცავთ. თუ თქვენი მენსტრუალური პერიოდი ჭარბი გამონადენით ხასიათდება, მაშინ, ალბათ, აჯობებს უპირატესობა სქელ/გრძელ საფენებს მიანიჭოთ. ხოლო, თუ კი თქვენი პერიოდი მცირედი გამონადენით ხასიათდება, ალბათ, აჯობებს ულტრა თხელ საფენებზე შეაჩეროთ არჩევანი. ამ გზით, თქვენი ბიუჯეტიც იგრძნობს შეღავათს.

3. ჩვეულებრივი თუ ღამის საფენები - რათქმაუნდა, თავისუფლად შეგიძლიათ დღეც და ღამეც ერთნაირი საფენი ატაროთ, მაგრამ, იმისათვის, რომ ღამით თავისუფლად იმოძრაოთ, თეთრეულის დალაქავებას არ შეუშინდეთ და მშვიდად იძინოთ სპეციალური საფენები არსებობს. ისინი გაცილებით გრძელია ჩვეულებრივ საფენებზე და საცვალზე უკეთესი ფიქსაციისათვის სამ-დანაყოფიანი ფრთები აქვს. გარდა ამისა, დღის საფენი რეკომენდებულია ყოველ 4 საათში გამოიცვალოთ, ღამის საფენს კი შეუძლია ჩვეულებრივ საფენზე მეტი რაოდენობი სითხე შეიწოვოს და მშრალი ზედაპირი დილამდე შეინარჩუნოს.

4. გლუვი თუ ფოროვანი - იმისათვის, რომ სითხე საფენიდან არ გადმოიღვაროს, აუცილებელია სწრაფად იქნეს შეწოვილი. ეს მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ თქვენს მენსტრუალურ პერიოდს ჭარბი გამონადენი ახასიათებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორი ზედაპირი აქვს საფენს, რომელსაც ირჩევთ - გლუვი თუ ფოროვანი, რადგან მიკროფორებით დაფარული ზედაპირის არსებობის შემთხვევაში, სითხის შეწოვა გაცილებით სწრაფად და ეფქტურად ხდება.

5. ფრთებით თუ უფრთებოდ - რათქმაუნდა, ესაც თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფრთები საფენზე გაცილებით თხელია და მათ არსებობას თქვენც ვერც კი გრძნობთ, სამაგიეროდ, ისინი მაქსიმალურად ეფექტურად იცავს თქვენს თეთრეულს და არამარტო თეთრეულს - ტანისამოსსაც კი.

6. სითხის გადანაწილება - გარდა ამისა, არსებობს საფენები, რომლებიც დამზადებულია ისე, რომ შეწოვილი სითხე მათში ერთ ადგილას არ კონცენტრირდება, არამედ გადანაწილდება და შესაბამისად, სთხის უკან, ზედაპირზე გამოჟონვის რისკი იკლებს. ასეთი საფენების პრიორიტეტი ის არის, რომ მათთან ერთად თქვენ მუდამ მშრალად იგრძნობთ თავს.

7. ღარებიანი თუ ღარების გარეშე - ღარები საფენის ზედაპირზე არსებული ჩაღრმავებებია, რომელიც სითხის დინების შეფერხებას ახდენს და საფენიდან მის გადაღვრას უშლის ხელს. მათი დახმარებით, საფენი კიდევ უფრო კომფორტული ხდება და რაც მთავარია, თქვენ კიდევ უფრო დაცულად იგრძნობთ თავს.

8. ჰაერგამტარი და დაერმატოლოგიურად უსაფრთხო - რათქმაუნდა, ეს საკმაოდ ნიშვნელოვანი პუნქტებიაა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ საფენის შერჩევისას. ჰაერგაუმტარი საფენები ხელს უწყობს ბაქტერიების სწრაფად გავრცელებას, აჩენს მძაფრ სუნს და აღიზიანებს კანს.
იმისათვის, რომ წინასწარ იცოდეთ საფენი რაიმე დერმატოლოგიური პრობლემების რისკს არ შეგიქმნით, დარწმუნდით, რომ ის ტესტირებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ამის დამადასტურებელ ნიშანს თუ ემბლემას, აუცილებლად იპოვით ჰიგიენური საფენის შეფუთვაზე.

9. სურნელოვანი თუ სურნელის გარეშე - სურნელოვანი საფენები დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა. ყვავილების ნაზი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებას განიჭებთ კრიტიკულ დღეებში, თუმცა, თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით და სხვადასხვა ტიპის დერმატიტებისაკენ გაქვთ მიდრეკილება, ალბათ, აჯობებს ასეთი ტიპის საფენს ისევ ჩვეულებრივი საფენი ამჯობინოთ.

გაიხსენეთ ეს პუნქტები, როდესაც საფენის შესარჩევად მაღაზიაში მიბრძანდებით და გარწმუნებთ, შენაძენით გაცილებით კმაყოფილი დარჩებით smile



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1179 | დაამატა: | ტეგები: kritikuli dgeebi, Molped, higienuri safeni, საფენები, კრიტიკული დღეები, ჰიგიენური საფენი, always ultra, მოლფედი, safenebi, ოლვეისი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...