გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 17 » ქალი ლატარიაში მოგებული თანხით უსახლკაროს დაეხმარა
7:27 AM
ქალი ლატარიაში მოგებული თანხით უსახლკაროს დაეხმარა






მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრები სოფია ანდრადე ლატარიაში მოგებული $200-ით ადგილობრივ უსახლკაროს დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC-ის რეგიონული ტელეარხი wcvb ავრცელებს.

სოფია ანდრადე ქუჩაში იდგა, როდესაც ლატარიის ბილეთი გადაფხიკა და $200 მოიგო. ამავე ქუჩაზე მან მოხეტიალე უსახლკარო კაცი დაინახა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ქუჩაში მოწყალებას უკვე სამი წელია ითხოვდა.

“ვიცოდი, რომ ეს თანხა სინამდვილეში მე არ მეკუთვნოდა. თითქოს ეს ფული მისთვის მოვიგე, თითქოს ასე იყო ჩაფიქრებული“, - თქვა ანდრადემ.

როდესაც ქალმა უსახლკარო კაცი დაინახა, მანქანიდან დაუძახა და ყავის ერთად დალევა შესთავაზა.
“იმდენად გააოცა ჩემმა შეთავაზებამ, რომ ცრემლებსაც ვერ იკავებდა “, - იხსენებს ანდრადე.
სოფიამ უსახლკარო გლენ უილიამსის მონაყოლიდან გაარკვია, რომ ადგილობრივ თავშესაფრებში მისთვის ადგილი არ იყო. სწორედ ამიტომ, ანდრადემ ლატარიაში მოგებული თანხით მისთვის მოტელში ოთახის დაქირავება გადაწყვიტა.

“ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე დღეს აქ ვიმყოფები“, - ამბობს უილიამსი.

სოფია ანდრადემ გლენ ვილიამსთან შეხვედრის შესახებ თავის facebook გვერდის საშუალებით უამბო მეგობრებს. შემდეგ მან საიტ GoFoundMe-ზე კამპანიაც წამოიწყო, რათა უსახლკარო კაცისთვის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით უზრუნველყოფა გამხდარიყო შესაძლებელი. ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა მალევე აქტიურად ჩაერთო. კამპანიიდან 1 დღეში უსახლკარო მოხუცის დასახმარებლად 172-მა ადამიანმა გადარიცხა $4 725. კამპანიის მიზანს $5 000-ის შეგროვება წარმოადგენს.

უბნის დალაქმა უილიამსს თმა შეჭრა. ერთმა ბავშვმა მას ვალენტინობისადმი მიძღვნილი ბარათიც კი აჩუქა, რომელიც მოხუცისადმი ყურადღებასა და სითბოს გამოხატავდა.

“მსოფლიოში უამრავი კეთილი ადამიანია. გაოცებული ვარ ასეთი დახმარებით. უბრალოდ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო “, - თქვა უილიამსმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 970 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: lataria, usaxlkaro, უსახლკარო, gmirebi, უსახლკაროები, მსოფლიო, ლატარია, გმირები, usakhlkaroebi, msoflio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...